logo_geo
eng_logo
ბუბა კიკაბიძე: ასეთ საქართველოში ცხოვრება აღარ მინდა, ალბათ დავტოვებ ქვეყანას!
- +

16 ოქტომბერი. 2018. 23:39

 

მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს, რომ ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

 

„მე ერთ რამეს ვიტყვი, არჩევნებზე ყველა უნდა გავიდეთ და ჩვენს სასურველ კანდიდატს მივცეთ ხმა, მაგრამ სახლში ნუ დავრჩებით! იქ გამოჩნდება, რამდენად ვვარგივართ, გვინდა გვქონდეს თავისუფალი ქვეყანა,  თუ - არა! ისე მიდის ყველაფერი, რომ თავისუფლებას დავკარგავთ მალე! ძალიან ცუდ თემებზე ვსაუბრობთ და უკვე ნერვები მეშლება! თუ საქართველოში კიდევ ასე გაგრძელდა, ძალიან ბევრი წავა ამ ქვეყნიდან და მეც წავალ! მე 80 წელს გადავაბიჯე და ჩემი წასვლა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება არ მინდა!“ - განაცხადა კიკაბიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner