logo_geo
eng_logo
ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოვლინდა
- +

17 ოქტომბერი. 2018. 11:19

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, ადგილი ჰქონდა საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი შესყიდვის აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენებას. საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მეწარმეები საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების - სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ - ს ანგარიშფაქტურების დამზადება-გასაღებას ახდენდნენ.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 133 პირი მისცა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner