„ჩემი გადმოსახედიდან ნაკლებობა არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია იმ მიღწევების შესახებ, რაც ჰქონდა ამ პოლიტიკურ გუნდს", - აცხადებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ახლადარჩეული წევრი ირინა ფრუიძე.მისი აზრით, კარგი იქნება, თუ მომავალში უკეთესი კომუკაცია იქნება, რათა მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.
„ჩემს როლს ვხედავ ძირითადად ევროინტეგრაციის მიმართულებით, შემიძლია წვლილი შევიტანო ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით, გენდერული თანასწორობის და და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით", - განაცხადა ფრუიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პარტიაში ვიხილოთ, „რა, სად, როდის" სხვა სახეები, ფრუიძემ აღნიშნა, რომ „უმჯობესია მათ ვკითხოთ".