logo_geo
eng_logo
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: საქართველოში ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა დაბალ ნიშნულზეა
- +

17 ოქტომბერი. 2018. 14:03

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ორგანიზებული დანაშაულის ისეთი ფორმები, როგორიცაა - ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მიერ ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, ქვეყანაში დაბალ ნიშნულზეა.

 

რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება მოიცავს 4 კომპონენტს და საქართველოს ქულები ოთხივე მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს, კერძოდ, ორგანიზებული დანაშაულის კომპონენტში საქართველოს ქულა 3,2 პუნქტით გაუმჯობესდა და 76,7 ქულით 24-ე პოზიციას იკავებს (წინა წელს 38-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო 2012 წელს 75-ე პოზიციაზე იმყოფებოდა), ისეთ დანაშაულთან მიმართებით, როგორიცაა მკვლელობები, მნიშვნელოვნად 5,8 პუნქტით გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება და 98,3 ქულით მსოფლიო რეიტინგში საქართველო 32-ე პოზიციაზეა. საქართველოს ტერორიზმის შემთხვევების კომპონენტში დადებითი შეფასება აქვს. ტერორიზმის კომპონენტი აფასებს ტერორისტული აქტების სიხშირეს, კერძოდ აღნიშნულ ინდიკატორი ორი კომპონენტს განსაზღვრავს - ტერორიზმის შემთხვევებთან დაკავშირებული მსხვერპლი და ტერორისტულ აქტების რაოდენობა 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას მაღალი შეფასება აქვს და მინიჭებული აქვს 99,7. მნიშვნელოვანია პოლიციის მიმართ მოქალაქეთა ნდობის ხარისხის გაუმჯობესება, კერძოდ ქვეყნის ქულა გაუმჯობესდა და 70,4 ქულით საქართველოს 40-ე პოზიციას იკავებს.

 

ბიზნესის დინამიურობის ინდიკატორში, ასევე მნიშვნელოვნად 4.3 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 62.1 ქულით 53-ე პოზიციაზეა. ინდიკატორი მოიცავს 2 მიმართულებას და ორივე მიმართულებით გაუმჯობესდა ქვეყნის მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებებია ადმინისტრაციული მოთხოვნები და სამეწარმეო კულტურა. ადმინისტრაციული მოთხოვნების მიმართულებით საქართველოს შეფასება მნიშვნელოვნად, 7 პუნქტით გაუმჯობესდა და 77.1 ქულით 46-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება, თავის მხრივ, მოიცავს ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დანახარჯებს და დროს, აღნიშნულ კომპონენტებში საქართველოს უმაღლესი შეფასებები აქვს, შესაბამისად 98.8 და 98.5 ქულა. ასევე, განსაკუთრებულად 31.3 პუნქტით გაუმჯობესდა გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ნორმა და 68.8 ქულით საქართველო 46-ე პოზიციაზეა. სამეწარმეო კულტურის მიმართულებით ქვეყნის ქულა 1.6 პუნქტით გაუმჯობესდა და 47 ქულას გაუტოლდა. აღნიშნული მიმართულება 4 კომპონენტს მოიცავს და ქვეყნის შეფასება ოთხივე კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ დამოკიდებულება სამეწარმეო რისკის მიმართ, უფლებამოსილების დელეგირებისთვის მზადყოფნა, ინოვაციური კომპანიების ზრდა და კომპანიების სარისკო იდეები.

 

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით გატარებული არაერთი გამჭვირვალე და თანმიმდევრული რეფორმის შედეგები ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტის რეიტინგში როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტიანობის ინდექსი“. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ეყრდნობა არა ოფიციალური სტრუქტურების, არამედ რიგითი მოქალაქეების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შეფასებას. გამოკითხვა კონფიდენციალურია და კომპანიების პასუხების ხილვის შესაძლებლობა მხოლოდ შვეიცარიის მხარეს აქვს. აღნიშნული კვლევა ბიზნეს გარემოს მიმართ მეწარმეთა დამოკიდებულებას ეყრდნობა და არა ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას.

 

https://www.weforum.org/reports/the-global-competitveness-report-2018

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner