logo_geo
eng_logo
ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის სცენარი სახელმწიფოს სახელით- კუდ-ის მაღალჩინოსნები სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ
- +

17 ოქტომბერი. 2018. 14:29

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია.

 

საგამოძიებო უწყება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ორ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერები კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხება.

 

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კუდ-ის მაღალჩინოსნები მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ.

 

გიორგი დგებუაძე: დახმარება მჭირდება რა... (სახელი) შიგნიდან. გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე რა. ოღონდ კაროჩე შენ უნდა, შენ იცი რა და ჩაიკალი თავში ეგა, თორე დაკარგავ თავს ჩემთან ერთად რა კაროჩე რა. მეც დამაკარგვინებ თავს და შენც რა.

 

დაცვის თანამშრომელი: რას ლაპარაკობ.

 

გიორგი დგებუაძე: ამიტომ მაქ ჩათვალე, რომ ეგ სამსახური შენ გაქ დროებით რა ეხლა რა. ცოტა ხანში აღარ გექნება უკვე. სამსახურზე მე ვიზრუნებ შენზე, რო კაი ხელფასიანი სამსახური და ხოშიან ადგილზე იქნები ისეთზე, რო კაროჩე კმაყოფილი იქნები რა. პროსტო მთავარი ის არი, შენ რას შეძლებ რა, აი რას შეძლებ შიგნით, რა ინფორმაციის გამოტანას, ან რის გაკეთებას. პირველ რიგში მაინტერესებს პოვრები, მაგისი რა ვინ არიან პოვრები და დაცვის სისტემა მთლიანად. მერე შეგხვდები რა.

 

დაცვის თანამშრომელი: ოო, გიო რაღაცა, მეშინია.

 

გიორგი დგებუაძე: რისი გეშინია? კარგი რა ჩემი, ბიჭო მასე შეჩემა მე აქამდე უკვე ცხრაჯერ ის უნდა ვიყო ტო, რას ამბობ ტო, გადაირიე? ეე ძმაო აბა ცხოვრება თუ გინდა ეგრეა. ატვეჩაი ვარ, რომ შენ პრობლემა არ გექნება. ჩემთან რო პრობლემა არ გექნება ხო იცი არა? მე, მე არ ვიცი ჯერ ახლა.

 

დაცვის თანამშრომელი: არა, რას ლაპარაკობ.

 

გიორგი დგებუაძე: იცი შენ, ვიცი მე რა. გავიდა? ჩათვალე, რო ან შენგან გავიდა, ან ჩემგან, ორი ადამიანისგან. ეს ისეთი ამბავია, რო აქ, ხო გეუბნები, შენ რო იძახი, მეშინიაო, მე უფრო მეშინია რა, მარა ეხლა წარმოიდგინე, მე მაქ დავალებული რაღაც ღონისძიების ჩატარება რა. რომელიც მოდის, კაროჩე საიდანაც.

 

დაცვის თანამშრომელი: ბადრისთან დაკავშირებით?

 

გიორგი დგებუაძე: ხო, ბადრისთან დაკავშირებით რა. მაგრამ ჩასატარებელია, ეხლა ვინ იქნება იქ, პროსტა მე ერთ რამეს გირჩევ, შანსი არ გაუშვა რა, ჩათვალე, რო აი ამ სა., ეს საქმე მაინც გაკეთდება რა, ასე იქნება, თუ ისე იქნება, გაკეთდება. რა საქმეზეც არი საუბარი, ეხლა არ აქ მნიშვნელობა და შენ მონაწილეობით, ჩათვალე მომავალს იწყობ, მაგის პირობას, ას პროცენტიან გარანტიას გაძლევ ერთხელ და საბოლოოდ იქნები კაროჩე კაცი. თან შენგან არაფერი არ იქნება ბევრი საჭირო რა, ელემენტარული ინფორმაცია, რაც ხდება შიგნით რა, მეტი არაფერი.

 

გიორგი დგებუაძე: ეხლა თუ შენ ვთქვათ, სახლთან ახლოს ხარ, ხო? მე მაინტერესებს, აი მე რაც გითხარი, რა, კაროჩე, პოვრები მაგისი, განლაგება დაცვის, კამერები სათვალთვალო, სად აყენია, ყველაფერი კაროჩე და შესვლა როგორ შეიძლება შიგნით რა. აი ეს ყველაფერი რა, იმაში, ოქროყანაში, ოღონდ დეტალურად რა ეს ყველაფერი, აი შენ რო მოინდომო, შეხვიდე, როგორ შეხვალ შიგნით.

 

დაცვის თანამშრომელი: ვერ შეხვალ შიგნით.

 

გიორგი დგებუაძე: კაი რა.

 

დაცვის თანამშრომელი: არა, ნუ ეხლა დაგაფიქსირებს კამერა.

 

გიორგი დგებუაძე: ყველაფერი შეიძლება, გავაფუჭებ იმ კამერას.

 

დაცვის თანამშრომელი: რო გასკდეს საქმე, მერე?

 

გიორგი დგებუაძე: რა საქმე უნდა გასკდეს ბიჭო, (იცინის) სახელმწიფო ვართ ჩვენ, ჩვენა ვინ ვართ? შენ ახლა დაჩაგრული ხარ ტო, შენ პროსტა ისა გაქ, რო ბადრის დაცვაში, ვინ ჩემი ყლ... ბადრი ბიჭო, მაგის დედას შევ...ი მე ტო, სახელმწიფო ვინ არი? ჩვენ ვართ ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენ პროკურატურა.

 

დაცვის თანამშრომელი: გასაგებია.

 

გიორგი დგებუაძე: პრეზიდენტი, ხელისუფლება, ჩვენ ვართ და ჩვენ ვწყვეტთ ეხლა და იმას და იმისგან კი არ გელაპარაკები ტო, ვიღაცისგან, ... (სახელი) ეს სერიოზული საქმეა რა და სერიოზულ დონეზეა მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ეგ გადაწყვეტილება შესრულდება როცა იქნება, როგორც იქნება, ნუ სხვადასხვა ფორმით რა.

 

დაცვის თანამშრომელი: ეს მაინც მოსახდენია, მოხდება როცა იქნება.

 

გიორგი დგებუაძე: მოსახდენი მოხდება ყველანაირად.

 

დაცვის თანამშრომელი: ხო მარა, მე რასა ვფიქრობ იცი, რაღაცნაირად საიდან გავიდე იმ პიროვნებაზე, ვთქვათ აი უკუღმა დატრიალდეს გია ეს სიტუაცია.

 

გიორგი დგებუაძე: უკუღმა არ დატრიალდება.

 

დაცვის თანამშრომელი: ვთქვათ არ მოხდა, ვთქვათ აი ეგრე ჩანაფიქრი არ ასრულდა

 

გიორგი დგებუაძე: არ ასრულდა?

 

დაცვის თანამშრომელი: არა, ნუ შენ გამიგე რას ვიძახი.

 

გიორგი დგებუაძე: გამორიცხულია.

 

დაცვის თანამშრომელი: ხო და დაიწყონ გარკვევა და ის საიდან გავიდა ეს.

 

გიორგი დგებუაძე: გამორიცხულია, მაშინ ესე იგი მე უნდა ვთქვა რა მაგ უკვე ნდობის საკითხია რა. აქ უკვე ისეთ პონტ., ეხლა შენ ისეთ რამეს მეკითხები, მე უნდა ჩამომკიდონ ყვერებით და რა დამიწყონ ათლა, ათლა, რო საიდან გაიგე შენ რაღაცა რა. და მე უნდა ვთქვა რო აი .... (სახელი) მითხრა (გვარი).... რა. აი ეგ პონტია. მაგის პროცენტულად გეუბნები, ნოლ-ნოლ-ნოლ ერთ პროცენტს რა. ეგეთი რამე არ მოხდება ვინ გააკეთებს მაგას? ვინ უნდა გააკეთოს ეგ.

 

დაცვის თანამშრომელი: რა?

 

გიორგი დგებუაძე: აი ეგ რასაც შენ იძახი რა, ვთქვათ უკან დატრიალდა ყველაფერი.

 

დაცვის თანამშრომელი: ან აი ვთქვათ არ გამოგივიდათ.

 

გიორგი დგებუაძე: ხო, არ გამოვიდა და ვინ, ვინ? ვინ დაიწყებს ამის იმას? თვითონ ბადრი?

 

დაცვის თანამშრომელი: ჩვენი სამსახური ხო?

 

გიორგი დგებუაძე: ვინ არი ბიჭო თქვენი სამსახური? ეხლავე ავალ და დედას მოვუტ...ვ ყველას იქა ტო. გამოვიყვან დავაყენებ, პლაცსზე ვარბენინებ ტო. შენ ვი გგონია ბიჭო თქვენი სამსახური ტო? ვინ არი თქვენი სამსახური ტო? ეს რუსები იყვნენ და სანამ ეს აქ ის შტაბი ქონდათ, მანამდე კიდე რაღაცას წარმოადგენდნენ და ეხა ვინ ჩემი ყლე...ი არიან, ჩვენი დაცვის პოლიციელები არიან, ვინ არიან სხვა? ვინ თქვენი სამსახური ტო? მინისტრი და იმას რა ქვია, პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ბიჭო ვინმე? რას ამბობ ტო? გადაირიე ...... (სახელი). ვაა, ეგრე არ შეიძლება რაა, ნუ მანერვიულებ ხოლმე რა, მე კიდე ნერვიულობა მინდა? ტვინის შერყევა მაქ ვინა ბიჭო, ვინაო ჩვენა ვართ ეხლა ამ ქვეყანაში და თუ მოვიდა ეგ დედა მოტყ...ლი, მერე არ ვიცი ძმაო და მანამდე, ყლ...ს ვერ მოგჭამს ვერავინ.

 

დაცვის თანამშრომელი: ეს მოხდება მაინც?

 

გიორგი დგებუაძე: კი ყველა ვარიანტში. მე მაგას გავაკეთებ ....(სახელი) რა. აი მე პროსტა ჩამოგითვალე რა, შეიძლება დამჭირდეს რა, პოვრების გაგება, სიგნალიზაციის შიტები სად აყენია, დაცვის განლაგება, პულტები სად აყენია, როგორ შეიძლება შეღწევა.

 

დაცვის თანამშრომელი: იქა თუ ზევით.

 

გიორგი დგებუაძე: არა, ორივეს ვამუშავებ რა, იმასაც და იმასაც.

 

დაცვის თანამშრომელი: საწყალი ჟვანია როგორ მოკვდა, რა მოხდა მაგაზე?

 

გიორგი დგებუაძე: ჟვანიაზე.... გადატრიალებას აპირებდნენ ეგენი. ხო ნახე რაც მოხდა ჟვანიაზე, დამიჯერე რა, მენდე რა, მენდე!

 

ჩანაწერი II

 

გიორგი დგებუაძე: ჯერ გეგმა უნდა შევიმუშაოთ რაღაცა კაროჩე , აი რას ვაკეთებთ

 

რევაზ შიუკაშვილი: კი ბატონო

 

ლევან ქარდავა: შენ მაგი ფულს არ გამოგართმევს ეგ როჟა? შანსია ხო?

 

გიორგი დგებუაძე: მაგას შეპირდიო დათამ მითხრა კაი თანამდებობაო რა და შევპირდი კაი თანამდებობა. თუ გააგდეს სამსახურიდან რა უთხარი, რო კაროჩე მინისტრი კაი თანამდებობას გიჩალიჩებს და ჩავაყენებთქო რა თუ საჭირო გახდება (ისმის სატელეფონო ზარის მელოდია) რასაც იჩალიჩებთქო, კაი თანამდებობაზე დაინიშნებითქო რა. ჩვენ პირველ რიგში გვინდა იმ ხალხის სია, ვინც არიან მანდ ბარმენები და მზარეულები. პირველ რიგში, აი ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და დასადგენი ყველა რა მერე. ამისთვის გვაქვს ჩვენ მაქსიმუმ ერთი თვე რა, რო ვიღაცა იქედან გადმოვიბიროთ. შვილი რო გაგვიხდეს მოსატაცებელი, კაროჩე უნდა მოვიტაცოთ და მაგის დედა (იგინება)

 

ლევან ქარდავა: მაგის ტელეფონი რატო არ გაქვს ჩართული?

 

გიორგი დგებუაძე: ისე ეგეც რო ჩართო, კაი იქნება რა. ჩავრთოთ.

 

ლევან ქარდავა: ჩავრთოთ ხო იცი მაგათი ნომერი?

 

რევაზ შიუკაშვილი: კი, მიწერია კაცო რა.

 

გიორგი დგებუაძე: გიორგი იცი, გარშემო რა, ვაბშე რა, ყველა ჩართე რა პატარკაციშვილთან ვინც რეკავს ყველა ჩართე რა

 

გიორგი მერებაშვილი: ...(გვარი) მიდი და ჩართე.

 

რევაზ შიუკაშვილი: ვაბშე ... (გვარი) არა?

 

ლევან ქარდავა: არა.

 

რევაზ შიუკაშვილი: აბა?

 

ლევან ქარდავა: ...(გვარი) კი არა, აი აქ ვინც ვზივართ, ამის გარდა კაროჩე არავის არ იცის რა.

 

გიორგი მერებაშვილი: მაშინ ცალკე იუზერი უნდა გვახსნათ რა.

 

გიორგი დგებუაძე: მიზანი არავინ არ იცის. რას ვაკეთებთ საბოლოოდ, მიზანი არავინ არ იცის რა. საბოლოოდ მიზანი არის მაგ კაცის ლიკვიდაცია.

 

ლევან ქარდავა: მაგას ცალკე იუზერს გავაკეთებთ და მოუსმენთ მარტო ჩვენ რა.

 

რევაზ შიუკაშვილი: კი ბატონო გავაკეთოთ.

 

ლევან ქარდავა: მეტი არავინ რა აბსოლუტურად.

 

ლევან ქარდავა: პირველ რიგში სია მჭირდება რა სახლში.

 

გიორგი დგებუაძე: ჰო, სია მზარეულების.

 

რევაზ შიუკაშვილი: კაი დაურეკავ, ეხლავე დავურეკავ მე ამას და ვეტყვი, შევხვდეთ მეთქი ეხლა რა.

 

გიორგი დგებუაძე: ესე იგი ეს არის აუცილებელი-თქო რა. ისეთი სია გვინდა, რო იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, შეილება რა იყოს სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების წელი, მარა ადამიანის იდენტიფიკაცია რომ მოვახდინოთ რა. მერე...(გვარი) დავავლოთ კაროჩე ყველა ეს ხალხი, ესე იგი ყველაფერი მოგვაწოდოს ინფორმაცია, რო დრო მოვიგოთ.

 

რევაზ შიუკაშვილი: ... (სახელი) როგორ ხარ? (ისმის ხმა ტელეფონიდან : „ნიჩივო , შენ როგორა ხარ?“) რა ქენი, გამოკეთდი? ხო, არ გვინდა ეხლა, როდის გნახო მე შენ? არა, შევხვდეთ სადმე რა, სადაც ვხვდებით ხოლმე. კი ბატონო , სადაც ვხვდებით იქ ოც წუთში შევხვდეთ. კაი.

 

გიორგი დგებუაძე: შენ კითხე, ჩემგან რაგინდა-თქო, რამე დახმარება ხომ არ გინდა-თქო?

 

რევაზ შიუკაშვილი: ბაზარი არ არი, ნუ თან ვკითხავ. ერთ ოც წუთში შევხვდეთო, პლეხანოვზე ვხვდები ხოლმე მაგას რა . არ მინდა მაინც ტელეფონში რა.

 

გიორგი დგებუაძე: ბიჭო ეხლა ჩვენ ვიფიქროთ რა, აი ვთქვათ, გაზი შევუშვათ რა.

 

გიორგი მერებაშვილი: გაზი? როგორი ?

 

გიორგი დგებუაძე: მე ისიც ვერ მითხრა ეხლა დათამ რა სახის მოწამვლა იქნებაო.

 

ლევან ქარდავა: არა აქვსო, რაც გინდათ, მარა ჩვენ გვინდა . ეხლა იმან, დათას დღეს რა უთხრათ იცი ჩვენ? კაროჩე დაგვაკავშიროს იმას, ვინც გვაძლევს ამ იმას რა და იმან უნდა.

 

გიორგი დგებუაძე: რა ვარიანტზე ვიმუშაოთ რა.

 

ლევან ქარდავა: ხო, ჰო რა.

 

გიორგი დგებუაძე: კაროჩე, ხო შეილება, ვთქვათ საწოლში ოთახში ძილის დროს შეაგდო რაღაცა რა და პროსტა?

 

ლევან ქარდავა: მაგას ვიძახი, სუნთქვით რო დაიღუპოს

 

რევაზ შიუკაშვილი: არა, ოთახში იქ, როცა ოთახში იქნება და როცა ეძინება, იქ დაცვა იდგება.

 

ლევან ქარდავა: არ იყოს თუ გინდა, არ იყოს კაცო, დალაგების პონტში ააკარი რა

 

 

რევაზ შიუკაშვილი: ხო, აი ეგ, მოსულა, სანამ ეგ არ არის იქ.

 

გიორგი დგებუაძე: ისა, იმას აქ პროსტა, იცი რა, აი მაგალითად?

 

რევაზ შიუკაშვილი: ხო, ვიცი რა შეიძლება.

 

გიორგი დგებუაძე: და აი რუჩკაზე წაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და ორ სამ დღეში იბრიდებოდა თუ გინდა ორ საათში.

 

რევაზ შიუკაშვილი: ნუ ვსიო, დედა ქონდა მოტყ...ლი.

 

გიორგი დგებუაძე: და აი რუჩკაზე წაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და ორ სამ დღეში იბრიდებოდა თუ გინდა ორ საათში.

 

ლევან ქარდავა: აუ რა მაგარია ჩემი ბოზი შვილი ვიყო.

 

გიორგი დგებუაძე: ამან გინდა თუ არა საჭმელი, საჭმელიო მარა.

 

რევაზ შიუკაშვილი: რთულია მასე, ძალიან რთულია. უშუალოდ გადიხარ პოვარზე და მერე დედას უტყ...ვენ.

 

გიორგი დგებუაძე: ეხლა უყურე რა ხდება, მე ეჭვი მეპარება, რო ისეთი მომწამვლელი გვქონდეს ჩვენ, აი რასაც ჩვენ.

 

ლევან ქარდავა: რო არ დარჩეს, ხო?

 

გიორგი დგებუაძე: არა, რო არ დარჩეს კი არა, აი ეგეთი რო ასანთი და რაღაც რა.

 

ლევან ქარდავა: და იქნება, შანსი არაა.

 

რევაზ შიუკაშვილი: ჩეჩნებს ჰქონდათ. აი სადმე ან ფეხსაცმელში რო ჩაუსხა რაღაც კოსტიუმში მიუსხა. ხო უწესრიგებს ვიღაცა?

 

გიორგი დგებუაძე: ესე იგი შენ , შენ ჩამოყალიბდი რა, ჩვენ გვინდა ყველა დამლაგებელი, დამლაგებლებიც გვაწყობს საძინებლის და არა მართო საძინებლის, კაბინეტის.

 

კაბინეტის დამლაგებლები კაროჩე, საძინებლის დამლაგებლები, კუხნის დამლაგებლები.

 

რევაზ შიუკაშვილი: კაი გავალ, პლეხანოვზე უნდა გავიდე რა.

 

გიორგი დგებუაძე: ხარაშო, კაი და მერე გიორგი შენც ეხლა დაალაგე რა აზრები. ძალიან გთხოვ.

 

გიორგი მერებაშვილი: რო წინასწარ დავგეგმოთ რა.

 

გიორგი დგებუაძე: რაც შეიძლება, ესე იგი მიზანი იცი, დიადი ნათელი და ვიაროთ მაგ იმით-თქო რა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner