„ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა. შესაბამისად, უკრაინამ 2017 წლის „ევროვიზიის" მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.
მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა. რაც შეეხება საქართველოს, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold მე-20 ადგილზე გავიდნენ.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი, შვედეთი მასპინძლობდა.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.