logo_geo
eng_logo
„მე ვხედავ“ - პარიზში ფილმის რეჟისორი აკაკი ფოფხაძე დაჯილდოვდა
- +

17 ოქტომბერი. 2018. 16:44

 

„მე ვხედავ“ - ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის პრეზენტაცია პარიზში კინოთეატრ „გრანდ ექშენში“ გაიმართა. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ქართველი ხელოვანი აკაკი ფოფხაძეა.

 

ფილმმა ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის პრიზი უკვე აიღო. მაღალი ჯილდო აკაკი ფოფხაძეს საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის გადაეცა.

 

პარიზულ ჩვენებას კინოს სპეციალისტები, მსახიობები, მედიის საშუალებების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რეჟისორმა და მთელმა გადამღებმა ჯგუფმა მაყურებელთა კითხვებს უპასუხეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner