logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: კრიტიკა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ივანიშვილი ნამდვილად არ იმსახურებს ამას!
- +

15 მაისი. 2016. 11:14



ბიძინა ივანიშვილს არავისთვის თავი არ შეუწყენია, მან გააკეთა საქმე და  წავიდა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ტელეიმედის" ეთერში განაცხადა.



როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2009, 2010 და 2012 წლებში, როდესაც ქვეყანაში იყო დიდი იმედგაცრუება, მოქმედებდა რეპრესიული მანქანა, ამ დროს კი ბიძინა ივანიშვილმა   მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რისკი გასწია.



მე აღარ ვილაპარაკებ მის  ქველმოქმედებაზე. მან საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ. ამის გარდა, უმარავი რამ აქვს გაკეთებული. მართლაც მიდის რაღაც დემონიზაციის კამპანია. ეს არის უკიდურესად უმადური საქციელი ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ იმსახურებს ამას. კრიტიკა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერი და არა წრეგადასული",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩართვას საარჩევენო კამპანიაში, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისი  მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი.



არ ვიცი, რა ფორმა მიეცემა ამას,  მაგრამ მისი მხარდაჭერა აუცილებელია",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner