ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ყველამ თავისი საქმე აკეთოსო!..
**************************
ბაკურ ბაკურაძე: „წადით რა, თქვენი საქმე აკეთეთ, რაც არაჩვეულებრივად გამოგდით...“
დიდი ხანია ასეთი სიმართლე არ უთქვამთ შოუ-ბიზნესის უნიჭიერესი სახეებისთვის, ისევე როგორც „ფურთხის“ თეორეტიკოსისა და ზოგიერთი პრაქტიკოსისთვის... თანაც, იმ კაცს, რომელსაც ვეებერთელა წვლილი აქვს მათი ცნობადობის ფორმირებაში...
ერთი-ორჯერ მომიწია ამ ბოლო ხანს მავანის მოსმენა და... სცენაზე არ ჩანან ეს უსაყვარლესი და ხელის გულზე სატარებელი ანგელოზები ასეთ... გონებაშეზღუდულებად.
გადაირევი კაცი იმით, თუ რას უშვება ასეთ ხალხს ... პოლიტიკა... ამბიცია... „პუბლიცისტიკა“... ფართო „განათლება“... უსაფუძვლო კარიერიზმი... უმადურობა და... ტელეეკრანის მსხვილი „პლანი“!!!
თუ დიდი იპოლიტე ხვიჩიას გენიალურ რეპლიკაში ერთ სიტყვას („დაცვას“) შევცვლით, მაშინ ზედგამოჭრილი იქნება შეძახილი: „ოჯახს მიხედე, ხვედელიძე. ოჯახს!“
ისე, ჩემთვის ჩავილაპარაკებ, ჩუმად, ისე რომ არვინ გაიგონოს: მე მაინც არ გიცნობდეთ, თითქმის ყველას, ბავშვობიდან... ან, თქვენს მშობლებს... ან, თქვენ განვლილ გზებს...
ტაში, კუკური!
***
აქვე გთავაზობთ ბაკურ ბაკურაძის facebook-პოსტს:
პოლიტიკური პოსტი არ დამიწერია საუკუნეა. დღეს მოვიცალე და კიდევ დიდხანს აღარ შეგაწუხებთ ჩემი მოსაზრებების ფრქვევით.
რაც შეეხება ე.წ. მუსიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, პუბლიცისტებს და „ყოვლის მცოდნეებს“:
მუდმივად მესმის მათი გამონათქვამები სხვადასხვა ეთერში - „მე მხარს ვუჭერდი სააკაშვილს 2003 წელს და შევცდი, არ გაამართლა იმ ხელისუფლებამ, 2012 წელს მე მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებას“ და ვხედავთ რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდესო“!
ან აზრები დაალაგეთ! ან ამ იდიოტიზმს ნუ ლაპარაკობთ!
ხომ ხედავთ ამდენი წელია, რომ არასწორ პროგნოზებს აკეთებთ, მუდმივად „არასწორ პოლიტიკურ ძალებს“ და „არასწორ პროცესებს“ უჭერთ მხარს და ამას თავადვე აღიარებთ!
წადით რა თქვენი საქმე აკეთეთ, რაც არაჩვეულებივად გამოგდით და რითაც უყვარდით ხალხს და მოეშვით არასწორ ადგილას დგომას და ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილისათვის ტვინის არევას და დიდი ნაწილისათვის ნერვების შლას!
ეს თქვენი პრობლემა რომ იყოს მარტო ჯანდაბას, მაგრამ ქვეყნის დიდ პრობლემად იქცა და თუ არ დაალაგებთ ძალიან ძვირად დაგიჯდებათ!
5 - ამ რიცხვს მხოლოდ #ორიტრუპიმჭირდება -ს „სმაილი“ უხდება!
აბა კარგად.
ჩემი ამბავი თუ გაინტერესებთ გადასარევად ვარ. ერთი წლის წინ პოპკორნის და ვაზელინის ბიზნესი წამოვიწყე და ყვავის.
მადლობა ყურადღებისათვის.