„ჩემი და ჩვენი მთავრობის მთავარი ფასეულობა არის ის, რომ ადამიანის ფენომენი არის ძალიან ძვირფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ტელეიმედის" გადაცემაში „ქრონიკის სტუდია" განაცხადა.
„ჩემი და ჩვენი მთავრობის მთავარი ფასეულობაც არის ის, რომ ადამიანის ფენომენი არის ძალიან ძვირფასი. არ შეიძლება, ადამიანებს მოვექცეთ ისე, რომ ახლა გამოვიდე ტელევიზიით და ვთქვა - მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ. ვიღაცას შეიძლება, ეს მოეწონოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ სტერეოტიპების და სტილის დამკვიდრება. ეს სტილი იყო - გამოდიოდა პრეზიდენტი ტელევიზიით და შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს, ამის მაგალითები ჩვენ გვახსოვს. არ მინდა გავიხსენო პიროვნებები, მაგრამ ბევრჯერ იყო", - აღნიშნა პრემიერმა.