logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: სარალიძე მეუბნება რომ არ მენდობა და ამ ადამიანს მწამებლების და ჯალათების გვერდით ვხედავ
- +

17 ოქტომბერი. 2018. 23:54

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის ეკა ბესელიასთვის გაუგებარი მიზეზი, რის გამოც ზაზა სარალიძე მას არ ენდობა და მისივე თქმით ენდობა იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ მწამებლები და ჯალათები. ამის შესახებ მან „tvპირველის“ ეთერში ისაუბრა.

 

„პირველი ჩემი რეაქცია ამ საქმეზე იყო როგორც უფლებამდაცველის და დედის რეაქცია, რომელიც შეძრა ამ ტრაგედიამ და ვთქვით, რომ ყველა კარი გახსნილია და მზად ვართ, მეც გავაკეთე საჯარო განცხადება.

 

რაც კი შეიძლება რომ გავაკეთო, მე ერთმა ადამიანმა, ყველამ ვთქვით ეს. მერე ვხედავ ამ ადამიანს, რომელსაც ვუთხარით რომ კარი ღიაა და მოდი დაგველაპარაკე, ვხედავ მწამებლების და ჯალათების გვერდით და მელაპარაკება იქიდან, რომ თქვენ ხართ მკვლელები, მან პერსონალურადაც მითხრა, რომ არ მენდობა, დარწმუნებული ვარ მას უთხრეს, რომ ასე უნდა ელაპარაკა, ზაზა სარალიძეს არანაირი მიზეზი არ ჰქონდა ეთქვა, რომ არ ენდობა ეკა ბესელიას.

 

ვიცი რას ნიშნავს, როდესაც გამწარებული ხარ და მეც ვიყავი გამწარებული 2 წელი და არასდროს არ დამიკარგავს წონასწორობა, არასდროს არ დამიწყია პერსონალური შურისძიება. მე არაფერ შუაში არ ვარ ამ დანაშაულთან, არასრულწლოვნებს შორის მოხდა ეს და არც ხელისუფლებაა შუაში. რატომ უნდა გვინდოდეს, რომ მკვლელს დავაფაროთ ხელი? – იცით რომ სუბელიანი ცხოვრებაში არ მინახავს?  ადამიანი ცოცხლად არ მინახავს, პირველად მისი კადრი ვნახე ტელევიზიით”- განაცხადა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner