საფეხბურთო კლუბ Paris St-Germain-ის თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ზაფხულში ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება.
როგორც 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, ის 14 მაისს უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს PSG-ს რიგებში.
საკუთარ „ტვიტერის" გვერდზე იბრაჰიმოვიჩმა დაწერა - „მოვედი როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა."
თავის მხრივ, ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა აღნიშნა, რომ „იბრაჰიმოვიჩი კლუბს ტოვებს, როგორც უდიდესი თავდამსხმელი და ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კლუბის ისტორიაში."
ფრანგული კლუბის რიგებში იბრაჰიმოვიჩმა 178 მატჩი ჩაატარა და 152 გოლი გაიატანა.
მედიაში შვედი თავდამსხმელის მომავალ სავარაუდო კლუბებს ასახელებენ: Manchester United, Los Angeles Galaxy და AC Milan.