logo_geo
eng_logo
დავით გუმბერიძე: ბადრი პატარკაციშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩანაწერების გასაჯაროება გამოძიების ინტერესებს დააზარალებდა
- +

18 ოქტომბერი. 2018. 01:39

 

 

,,ეს მოპოვებული ჩანაწერები არ არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ან რაიმე ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად დადგენილი ფაქტი. აღნიშნული ინფორმაცია აღმოჩენილია  შსს-ს ბალანსზე რიცხულ ხმის ჩამწერ აპარატურაზე. როდესაც ჩვენ ეს მტკიცებულებები მოვიპოვეთ, ლოგიკურია, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, და როდესაც შეიქმნა სტანდარტი, გარკვეული პირების მიმართ ძებნის დაწყების შესახებ საქართველოს პროკურატურამ გამიოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, კონკრეტულად იმ სამი ბრალდებულის მიმართ და უკვე ამის შემდგომ გასაჯაროვდა ის ჩანაწერები, რაც დღეს თქვენ მოისმინეთ“, - განაცხადა პროკურორმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ამ სტანდარტის შექმნას ორი წელი, დავით გუმბერიძე პასუხობს, რომ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, აღნიშნული ჩანაწერების გასაჯაროება დააზიანებდა გამოძიების ინტერესს.

 

,,რაც შეეხება გამოძიების პერიოდს, სისხლის სამარლის საქმეზე, როდესაც ამოღებული იქნა ათეულობით ტექნიკური საშუალება , ამაზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში აღდგენილ იქნა ინფორმაცია, რომელიც შედგებოდა 73 ფაილისგან და ეს ფაილები და მასზე დაფიქსირებული ინფორმაცია გამოძიების ეტაპზე, დეტალურად იქნა შესწავლილი. ვგულისხმობთ იქ დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვგულისხმობთ მასში დაფიქსირებულ პირებს, რომელტა გამოკითხვაც მოხდა, დადგენაც მოხდა და ლოპგიკურია, ეს ყველაფერი სწორედ იმ ორწლიან პერიოდს მოიცავდა.

 

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, საქმის პროკუროირი აცხადებს, რომ დასკვნა 2016 წელს მოიპოვეს, თუმცა მისივე თქმით, მხოლოდ ცალკე აღებული ექსპერტიზის დასკვნა, არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

,,მოსაპოვებელი იყო დამატებითი მტკიცებულებები და სწორედ ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენ დავკითხეთ ათეულობით მოწმე და მოვიპოვეთ წერილობითი მტკიცებულებები.

 

,,ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეზე, რაშიც იგულისხმება ფარული ჩანაწერები, რაზეც პასუხისგებაშია მიცემული შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები, ჩვენ კონკრეტულად, ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოვიპოვეთ ეს მტკიცებულება. ვგულისხმობთ, ხმის ჩამწერ აპარატურას. როდესაც მოვიპოვეთ, შემდეგ დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და შედეგად მოპოვებული იქნა უკვე ეს ინფორმაცია. როდესაც ამ ინფორმაციაში აღმოჩნდა დანაშაულის ნიშნები, იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც ჩვენ ვიძიებდით, გამოიყო ამ ეპიზოდის მიმართ გამოძიება და შესაბამისად, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, დაიკიტხა ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და ასევე, მოპოვებული იქნა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც დავიწყეთ დევნა ბრალდებულების მიმართ.

 

საქმის პროკურორი ფაქტობრივ გარემოებებზეც საუბრობს.

 

,,ისევე როგორც ჩანაწერში ფიქსირდება, ბრალდებულების მხრიდან აქტიურად ხდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გარემოცვის წევრებთან, ვგულისხმობ დაცვის წევრებს, ასევე იმ პირებს ვისაც შემხებლობა ჰქონდათ პატარკაციშვილთან, ზემოქმედება.

 

შესაბამისაც ყველა ის პირი რომელიც ფიქსირდებოდა, ჩვენ დავკითხეთ, მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სხვა გარემოებებთან ერთად რაც უკვე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ, ამ პირების ჩვენებაც გავიზიარეთ და შესაბამისად ეს გახდა დევნის დაწყების საფუძველი.

 

ზემოქმედების ფაქტი, რაც ფიქსირდებოდა ამ პირების მიმართ, შეგვიძლია დავადასტუროთ, თუმცა სუბიექტებს ვერ დავასახელებთ, ვის მიმართ განხორციელდა ეს ზემოქმედება.

 

ჩვენ გამოძიებით დავადგინეთ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ვგულისხმობთ, რევაზ შიუკაშვილს, ლევან ქარდავას, ასევე გიორგი მერებაშვილს, ახდენდნენ ზემოქმედებას მოწმეებზე და მთავარი ამოცანა ის იყო, რომ მოეპოვებინათ ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილზე.

 

დაკითხულია ათეულობით მოწმე, რომელბიც ადასტურტებენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრებს, ასევე მოდულში მათ დაბარება“, - აცხადებს გუმბერიძე.

 

პროკურორი აცხადებს, რომ საქმის არსებითი განხილვა ჯერ კიდევ  წინ არის, ამიტომ ის დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან, თუ რა ჩვენებებს იძლევიან ბრალდებულები,  თავს შეიკავებს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული რომ სხვა გარემოებების დადგენის შემთხვევაში მუხლის გადაკვალიფიცირდეს.

 

,,სისხლის სამართლის საქმე დავიწყეთ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა, ჯერ კიდევ გრძელდება გამოძიება და შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა გარემოების დადგენის შემთხვევაში რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეიცვალოს კვალიფიკაცია და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს მათ ქმედებას“, - აცხადებს დავით გუმბერიძე.

 

დადგება თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დათა ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

 

,,ამ მოცემულ შემთხვევაში ჩვენ დავადგინეთ ის დანაშაული რაც უკავშირდებოდა ამ სამი ბრალდებულის ქმედებას, თუმცა არ გამოვრიცხავთ, იგივე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ გვექნება შესაბამისი მტკიცებულება, დაიწყოს სისხლის სამართლებრივცი დევნა.  ამ ეტაპზე მტკიცებულებები არ არის შეკრებული საკმარისი,  რომ გახდეს დასაბუთებული ვარაუდი, სტანდარტი, დაიწყოს დავით ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა“, - აცხადებს გუმბვერიძე.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომლის გვარიც გაჟღერდა ჩანაწერში, პროკურორი აცხადებს, რომ საქმე კვლავ ძიების პროცესშია.

 

,,როდესაც დადგინდება ახალი გარემოებები, ნებისმიერი პირის მიმართ რა თქმა უნდა, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner