წინასაარჩვენოს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტელეიმედის გადაცემაში „ქორნიკის სტუდია" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ ადრეა საუბარი, იქნებიან თუ არა საარჩევნოდ სიაში დავით ბაქრაძე, ნოდარ ხადური და კახა კალაძე, რომლებიც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები არიან.
„არ არის აუცილებელი, მინისტრები იყვნენ სიაში, მაგრამ წინასაარჩევნოდ ცვლილებები გამორიცხული არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს. როდის მოხდება, როგორ მოხდება, ამაზე პროგნოზირებასა და მკითხაობას არ დავიწყებ. სჯობს, დაველოდოთ, თუმცა ცვლილებები იქნება ნამდვილად",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.