ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
თავდაპირველად მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ შეცვალა კვალიფიკაცია და ახლა გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.
მომხდარის გამო, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სამდღიანი გლოვა არის გამოცხადებული.