logo_geo
eng_logo
ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
- +

18 ოქტომბერი. 2018. 11:24

 

 

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

 

თავდაპირველად მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ შეცვალა კვალიფიკაცია და ახლა გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული.

 

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

 

მომხდარის გამო, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სამდღიანი გლოვა არის გამოცხადებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner