ინტერპოლმა 93 ქვეყანაში 55 ტონა ნარკოტიკი ამოიღო და 17 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 1300 ადამიანი დააკავა.
სამართალდამცავებმა სხვადასხვა ქვეყენაში კოორდინირებული რეიდების შედეგად დიდი რაოდენობით კოკაინი, ჰეროინი და მილიონობით აბი სინთეტიკური ნარკოტიკის კონფისკაცია შეძლო.
დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს ბრაზილიის სანაპიროსთან გაჩერებულ გემზე, რომელიც კოტ-დ’ივუარის მიმართულებით აპირებდა გამგზავრებას.
ნიდერლანდებში სამართალდამცავებმა მიაკვლიეს ერთ-ერთ სახლში მოწყობილ ლაბორატორიას, სადაც „ექსტაზის“ ამზადებდნენ.
აზიის სამხრეთში რეგიონში კი, პოპულარული ნარკოტიკის 18 მილიონი აბი ამოიღეს.