logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: ვფიქრობ, NATO-ს ეყოფა გონიერება, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაუშვას
- +

18 ოქტომბერი. 2018. 12:01

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, იმედოვნებს, რომ NATO-ს „ეყოფა გონიერება“, არ დაუშვას დიდი ომი.

 

„ვფიქრობ, ყველას ეყოფა გონება, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაღელვებს ყოველგვარი პროფესიონალური დიალოგის დეფიციტი რუსეთის და NATO-ს სამხედროებს შორის“, – განაცხადა ლავროვმა „RT France“-სთან, „Paris Match“-თან და „Le Figaro“-სთან ინტერვიუში, როდესაც პასუხობდა კითხვას – შექმნის თუ არა NATO-ს სწავლებები აღმოსავლეთ ევროპაში მესამე მსოფლიო ომის წამოწყების საშიშროებას.

 

მინისტრის განცხადებით, რუსეთის საბჭოს წევრები და NATO-ს წარმომადგენლები ერთმანეთს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მინისტრის თქმით, ალიანსის წევრებს მხოლოდ უკრაინაზე სურდათ საუბარი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner