რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, იმედოვნებს, რომ NATO-ს „ეყოფა გონიერება“, არ დაუშვას დიდი ომი.
„ვფიქრობ, ყველას ეყოფა გონება, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაღელვებს ყოველგვარი პროფესიონალური დიალოგის დეფიციტი რუსეთის და NATO-ს სამხედროებს შორის“, – განაცხადა ლავროვმა „RT France“-სთან, „Paris Match“-თან და „Le Figaro“-სთან ინტერვიუში, როდესაც პასუხობდა კითხვას – შექმნის თუ არა NATO-ს სწავლებები აღმოსავლეთ ევროპაში მესამე მსოფლიო ომის წამოწყების საშიშროებას.
მინისტრის განცხადებით, რუსეთის საბჭოს წევრები და NATO-ს წარმომადგენლები ერთმანეთს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მინისტრის თქმით, ალიანსის წევრებს მხოლოდ უკრაინაზე სურდათ საუბარი.