logo_geo
eng_logo
პროკურატურა ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ყიდდნენ
- +

18 ოქტომბერი. 2018. 13:16

 

მთავარი პროკურატურა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რამდენიმე ბრალდებული ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ყიდდა.

 

„ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ყიდდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

 

როგორც ჟამუტაშვილის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და მურუსიძის ადვოკატმა გია გოროზიამ ambebi.ge-ს განუცხადა, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner