ქუთაისის მერია 6000 ლარის ღირებულების ტენდერს სამი დოკუმენტური ფილმის შექმნისთვის აცხადებს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, „ცისფერყანწელების ქალაქი" ნაჩვენები იქნება ქუთაისის კულტურული ცხოვრება და "ცისფერყანწელების" როლი ქალაქის განვითარებაში.
ამასთან, დოკუმენტურ ფილმებში ასახული იქნება პაოლო იაშვილის ბიოგრაფია, ტიციან ტაბიძის შემოქმედება და ურთიერთობა დანარჩენ "ცისფერყანწელებთან".
მერიის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმებზე მუშაობა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.