logo_geo
eng_logo
შსს: ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელზე ე.წ. „ფეიქებს“ - არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ
- +

18 ოქტომბერი. 2018. 14:22

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ „კლუბების საქმის“ გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“-ს რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

 

„ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში  ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.

 

რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების „მდმა“-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

 

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ „ფეიქებს“, - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner