logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ყველაფერს გაეცემა სამართლებრივი პასუხი!
- +

18 ოქტომბერი. 2018. 15:20

 

 

ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის საქმე, რომელიც განიხილება სხვადასხვა ეთერებში, შედის იმ პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებში, რომელსაც უნდა, დაძაბულობით და პოლიტიკური ტემპერატურის აწევით მიაღწიოს რაღაც შედეგებს.

 

გახარიას თქმით, ნებისმიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ყველა საკითხს, რომელიც განიხილება ამა თუ იმ დონეზე, სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

 

„ყველაფერს გაეცემა სამართლებრივი პასუხი ყველა დონეზე. დღეს ჩვენ ვართ არჩევნების კონტექსტში და ყველა კითხვა გამომდინარეობს სწორედ აქედან. ყველა ის საქმე, რომელიც განიხილება სხვადასხვა ეთერებში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტონაციებით, გამომდინარეობს სწორედ ამ ინტერესებიდან. ეს ყველაფერი შედის იმ პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებში, რომელსაც უნდა, დაძაბულობით და პოლიტიკური ტემპერატურის აწევით მიაღწიოს რაღაც შედეგებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner