„ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს. გუშინ გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა კვირიკაშვილს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობა და პოლიტიკურად დიდი გამოწვევა. თქვენი მხარდაჭერა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რომლის შექმნილმა ძალამ მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება"-განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, რა დროსაც ღარიბაშვილი მადლობის ნიშნად ფეხზე წამოდგა.
„მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. რომელმაც ურთულეს პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და წარმატებით განაგრძო ქვეყნის მართვა"-განაცხადა კვირიკაშვილმა.