„ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია", - აცხადებს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი, რომელმაც პოლიტიკური ბოიკოტის მიუხედავად, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღო.
„აღარც ვმონაწილეობ პოლიტიკურ პროცესში. ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე. ეს საკითხი ოთხი წლის წინ დავსვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება იყო საჭირო. ჩემი დასმული საკითხი ბევრია, მაგრამ დღის წესრიგში არცერთი არ არის. მოწინააღმდეგეები უკვე აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ კონტროლის დაკარგვა არ სურდათ. ეს კანონი მათ ამ კონტროლის საშუალებას აღარ მისცემს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.