logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა იხსნა
- +

15 მაისი. 2016. 12:13



ამ გუნდმა ქვეყანა იხსნა პოლიციური რეჟიმისგან და მედია ხელისუფლების წნეხისგან", - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტი „ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა.



დავით ოქიტაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობას ესწრებოდა, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს მთავარი ამოცანების შესასრულებლად განახლება, ახალი სახეები და ხედვები სჭირდება.



ეს არც ისეთი ცოტაა 3 წლისთვის, ველოდები კიდევ უფრო მეტ რეფორმას და ვფიქრობ. ეს იქნება ძალა, რომელიც ქვეყანას გაწონასწორებული ნაბიჯებით გაიყვანს სამშვიდობოზე. სწორედ ამიტომ, ვესწრები ყრილობას და მაინტერესებს, რა ხედვები აქვთ გუნდის ახალ ლიდერებს, რა პრიორიტეტები ექნება ჩვენს ქვეყნას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. მართალია დღესაც არის პრობლემები, მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წელს ეს გუნდი რადიკალურად განსხვავებული გამოცდის წინაშე იდგა, რომელთაც უმძიმესი მემკვიდრეობა ერგოთ წინა ხელისუფლებისგან. მთავარი ამოცანა იყო ,,ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაემარცხებინა ძალადობრივი რეჟიმი და ამ მიზნის მისაღწევად მაშინ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა. დღეს უკვე „ქართულ ოცნებას" ეძლევა შესაძლებლობა მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განათლებას, კულტურას და ა.შ. ამ ამოცანების შესასრულებლად ცხადია, პოლიტიკურ გუნდს განახლება, ახალი სახეები და ხედვები სჭირდება. იმედი მაქვს, მათ რიგებში კიდევ მრავალ ახალგაზრდა პროფესიონალ სახეებს ვიხილავ'', - აცხადებს ოქიტაშვილი. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner