ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „რუსთავი 2” პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანის სახით უარყოფითი გმირის წარმოჩენას ცდილობს.
„არცერთხელ არ შემიმჩნევია მირზა სუბელიანისთვის, რომ ცუდად იქცეოდა, ან მიყურადებული იყო ვინმეზე, ან ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა . მირზას რამე ფარული ჩანაწერი რომ ჰქონოდა ვინმეზე და ყოფილიყო უარყოფითი გმირი, როგორც ამას ხატავს „რუსთავი2″, ის აუცილებლად წასული იქნებოდა უცხოეთში, გარიგდებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან და საარჩევნოდ გამოაქვეყნებდა ამ ფაილებს” – განაცხადა მოროშკინამ.