logo_geo
eng_logo
გიორგი გურგულია: „ნატვრის ხის“ პერსონაჟი მგონია ქალბატონი სალომე, ტალახს რომ ესვრიან
- +

19 ოქტომბერი. 2018. 00:47

 

 

მსახიობ გიორგი გურგულიას განცხადებით, ის რაც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს არის უზრდელობა. ამის შესახებ მსახიობმა „tvპირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს უზრდელობა ქალბატონის მიმართ, ჩვენ სხვანაირ ქვეყანაში ვიზრდებოდით, ბავშვობაში მახსოვს, რომ ქალბატონებს ყვავილებს ვჩუქნიდით, ხელზე ვეამბორებოდით და ფეხზე ვდგებოდით, არავითარ შემთხვევაში არ მივმართავდით ლანძღვა-გინებით.

 

„ნატვრის ხის“ პერსონაჟი მგონია ქალბატონი სალომე, ტალახს რომ ესვრიან, ასეთ მდგომარეობაში აგდებენ ქალბატონს. აქ ხაზგასასმელია კიდევ ერთი რამ, ის ხალხი ლაპარაკობს ჩანაწერებზე, რომლებიც 10 წლის მანძილზე საპყრობილეებში ხალხს აწამებდნენ და რას აკეთებდნენ თქვენ ყველამ კარგად იცით. ადამიანები ძალიან ადვილად ივიწყებენ წარსულს და ეს არის ძალიან ცუდი”– განაცხადა გურგულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner