logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: სავალუტო ბაზარზე პანიკის საფუძველი არ არსებობს
- +

19 ოქტომბერი. 2018. 15:12

 

„ლარის კურსის ცვლილება  სპეკულაციური შეტევების ბრალია და კურსი ბუნებრივად უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება,  პანიკის  საფუძველი არ არსებობს“,  - აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.

 

ექსპერტის აზრით, გარე ფაქტორები პოზიტიურია და გაცვლითი კურსზე უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენს.

 

„თურქული ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ლარისთვის არის გაუმჯობესებული, გამყარების გზას დაადგა თურქული ლირა, ადგილობრივი ფაქტორები ნორმალურია, საგარეო ფაქტორები პოზიტიურია და ამ დროს ლარი არ უნდა უფასურდებოდეს. პანიკის საფუძველი არ არსებობს, და უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ისეთი მდგომარეობაა, რომ სხვა გზა არ აქვს ლარს, რომ არ გამყარდეს“, - განაცხადა ჭარაიამ.

 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვარაუდობს, რომ სპეკულაციები შესაძლოა პოლიტიკური ხასიათის იყოს და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს, ან მიზანმიმართულად ხდებოდეს ხელოვნური შეტევა დაინტერესებული პირების მხრიდან.

 

„ფაქტია, რომ ხელოვნურად ებრძვიან ლარს, ხელოვნურად აუფასურებენ ლარს, შეიძლება ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს, იმიტომ, რომ წარმოაჩინოს ხელისუფლების სისუსტე, და შეიძლება ეს არ იყოს და იყოს მეორე ფაქტორი, შეიძლება უბრალოდ ფულის შოვნა უნდა ვიღაცას, ბიზნესმენს, ბანკირს და ა.შ. ვისაც დიდი თანხა აქვს.  მაგალითად 26.5 მილიონი ლარით 2.65-ს კურსით მას შეეძლო შეეძინა 10 მილიონი დოლარი. გარკვეული პერიოდის მერე ამ 10 მილიონ დოლარს უკან გადაახურდავებს ლარში და უკვე 27 მილიონ ლარს მიიღებდა. ამ ქმედებას მოჰყვება კურსის დასტაბილურება და ის კვლავ 2.65 ნიშნულს დაუბრუნდება, ამ ეტაპზე უკვე ბიზნესმენი თავის 27 მილიონ ლარს კვლავ დოლარში გადაახურდავებს და უკვე ხელზე 10.2 მილიონი დოლარი ექნება. ასეთი შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს ბაზარზე, მაგრამ უშუალოდ როცა არჩევნების წინ ხდება ეს, ამან შეიძლება დამატებითი შეკითხვები გააჩინოს“, - განაცხადა ჭარაიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner