პარტია „ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს. მათ შორის არიან ახალი სახეებიც:
პარტიის გენერალური მდივანია კახა კალაძე. წევრები: გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ირაკლი კობახიძე,
ახალი წევრები: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე.
კენჭისყრის შედეგად ახალი კანდიდატები პოლიტსაბჭოს წევრებად დამტკიცდნენ.