logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ლარის კურსზე: ვითარება სტაბილურია და პოზიტიური შედეგებს ველოდებით
- +

19 ოქტომბერი. 2018. 15:57

 

 

„გლობალურად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებადი ბაზრებიდან მომდინარე ტალღები და გავლენა შეიძლება საქართველოსაც მოსწვდეს. გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.2.%-ით შემცირებულია ანუ პროგნოზი შემცირებულია. ამ უკანასკნელმა ასევე შესაძლოა იქონიოს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა, მაგრამ შეიძლება არც იქონიოს“, - ასე უპასუხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინესმა „კომერსანტის” შეკითხვას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელსა და მოსალოდნელ პროგნოზებზე.

 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინესმა საჯარო ლექციას წაიკითხა.

 

კითხვაზე – რას ფიქრობს ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებით, ვერა მარტინესი განაცხადა, რომ არსებული ვითარება სტაბილურია და იგი პოზიტიური შედეგების მოლოდინშია.

 

მისივე თქმით, გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებლის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების გამო, არსებული მდგომარეობა სტაბილურია და ეკონომიკური ზრდაც ადეკვატურია.

 

„ამ ფაქტორების გამო, ვფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა კარგია და გაცვლითი კურსიც ნორმალურად მიდის, რადგან ზოგადად ფულად საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი აქცენტი - ფასების სტაბილურობა კარგად არის დაყენებული. მიმაჩნია, რომ გარე გავლენები შესაძლებელია იყოს, მაგრამ, კონკრეტულად, ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დამაკმაყოფილებელია. 5.5 %-იანი ზრდაა წელს მოსალოდნელი და შემდეგ წლებშიც მსგავსი მაჩვენებელია ნავარაუდევი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ საქართველოს გაზრდილი აქვს გამძლეობა გარე შოკების მიმართ. ამიტომ, საშუალოვადიან პერიოდში გარედან მომდინარე შოკებიდან საზიანო გავლენას არ იქონიებს. მთავარია ფისკალური პოლიტიკა იყოს მდგრადი, განაგრძოს ქვეყანამ სტრუქტურული რეფორმები, როგორც დაგეგმილია და ფულად საკრედიტო პოლიტიკის მთავარი აქცენტი გაკეთდეს ფასების სტაბილურობაზე“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner