logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ასეთები თუ „მოაჯდნენ“ საქართველოს, მაშინ მართლა უფრსკრულში აღმოვჩნდებით!
- +

15 მაისი. 2016. 12:37



ვინც სისხლს ღვრიდა და ეწამებოდა სამშობლოსთვის, მას რომ უტვინოდ თვლიდა, აი, ასეთი ტიპები ახალი სახეები კი არა,  ნაძირლები არიან და დაღუპავენ ჩვენს ქვეყანას"- ამის შესახებ მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.



მის facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



ფიქრები ახალ სახეებზე!

30-35-40-45 წლის მამაკაცი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს, სამაჩაბლოში ბრძოლის დროს, 1992 წლის პუტჩისას, მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტისას, სამეგრელოს აოხრების დროს, აფხაზეთის ომის დროს (მთელი საქართველო რომ წავიდა სოხუმის დასაცავად), შევარდნაძის წინააღმდეგ აქციებისას, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას, 2007 წლის 7 ნოემბერს და 26 მაისის დარბევისას, 2012 წლის 1 ოქტომბრის საარჩევნო ომის დროს - სახლში რომ იჯდა, ერთხელ პროტესტი არ ქონია, ფეხებზე რომ ეკიდა თავისი ქვეყნის ბედი, ხმა რომ არ ამოუღია, ვინც სისხლს ღვრიდა და ეწამებოდა სამშობლოსთვის, მას რომ უტვინოდ თვლიდა, აი, ასეთი ტიპები ახალი სახეები კი არა,  ნაძირლები არიან და დაღუპავენ ჩვენს ქვეყანას! ასეთები თუ მოაჯდნენ" საქართველოს, მაშინ მართლა უფრსკრულში აღმოვჩნდებით!"- წერს ბრეგაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner