logo_geo
eng_logo
საპარტნიორო ფონდი სპეციალურ შვილობილ კომპანიას ქმნის
- +

15 მაისი. 2016. 12:39



საპარტნიორო ფონდი ქმნის სპეციალურ შვილობილ კომპანიას - სტარტაპ ფონდს, ფონდი შექმნის ახალ ერთობლივ კომპანიას (სტარტაპს) პროგრამის თითოეულ ბენეფიციართან, რომელშიც კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე ოდენობის თანხას.


►იდეის ავტორის თანადაფინანსება იქნება მინიმუმ 10%, იდეა კი შეფასდება 40%-იან წილად. შესაბამისად ბენეფიციარი გახდება სულ მცირე 50%-იანი წილის მფლობელი სტარტაპ კომპანიაში


►შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები


►უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიებში იქნება 95% , ხოლო ფონდის მხრიდან პროექტი 100 ათას ლარამდე დაფინანსდება


►დამწყები ბიზნესმენი და ასევე ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესი მიიღებს დაფინანსებას პირადი ქონებით უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე, უზრუნველყოფა შემოიფარგლება მხოლოდ პროექტის ფარგლებში შექმნილი აქტივებით


►ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრეინინგებს, კოაჩინგს, მენტორინგს, საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის


►პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქე პირს ან პირთა ჯგუფს


►პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია


►პროგრამის ფრონტ-ოფისი განლაგდება ტექნოპარკის შენობაში


►პროგრამისთვის გამოიყოფა 11 მლნ ლარი, ხოლო შემდეგ ბიუჯეტი გაიზრდება 35 მლნ ლარამდე


►პროგრამა ფუნქიონირებას 1 თვეში დაიწყებს  ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის!


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner