logo_geo
eng_logo
აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენს
- +

15 მაისი. 2016. 12:43



საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობა:

  • ვაზზე - 40%-ის ნაცვლად გახდა 50%
  • პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სხვა კულტურაზე 60%-ის ნაცვლად გახდა 70%
  • რეგისტრირებული მიწის დაზღვევისას ბენეფიციარი თანადაფინანსების სახით, 10%-ით მეტს მიიღებს და აგროდაზღვევის გადასახადი 70%-ით სახელმწიფოს მხრიდან დაუფინანსდება



► 2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში

  • გაცემულია 28 690 პოლისი
  • დაზღვეული ფართობი შეადგენს 23 667 ჰა
  • 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 13 770 000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს



► სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.



► პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაა.



► აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 5 სადაზღვევო კომპანიაა - ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი, არდი ჯგუფი, უნისონი - ჩართული.



► აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner