logo_geo
eng_logo
შსს: ამ ეტაპზე, ზურაბ ჯაფარიძის მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
- +

20 ოქტომბერი. 2018. 17:35

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

 

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner