„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დიდ დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, - ინფორმაციას ამის შესახებ თავად პარტია ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში ნებაყოფლობით გაყვა. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის „დედაენის“ ბაღში სულ 11 პირი დააკავეს.