ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დასრულდა ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობა.
+100 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა გელა ზაალიშვილმა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მან იპონით დაამარცხა იაპონელი ტაცურუ საიტო, ჩილელი ფრანცისკო სოლისი და რუსი ჯამალ გამზატხანოვი, ფინალში კი შეხვედრის დაწყებიდან წუთის და 25 წამის შემდეგ ჯერ ვაზარზე დააგდო ავსტრიელი სტეფან ჰეგი, შემდეგ შებოჭა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს (90კგ, ლაშა ბექაური და +100კგ გელა ზაალიშვილი) და სამო ბრინჯაოს (60კგ – ჯაბა პაპინაშვილი, 81კგ – ლუკა მაისურაძე და 100კგ – ონისე სანებლიძე) მედალი მოიპოვეს.