ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი, თბილისის „დინამო",13 მაისს, 35 წლის წინანდელ ლეგენდარულ გამარჯვებას ზეიმობდა და ძველი „დინამოს" გამოჩენილი წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ერთად.
შეკრების დროს ცნობილი გახდა, რომ გუნდის ისტორიაში , ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის ძეგლი "ბორის პაიჭაძეს სახელობის" ეროვნულ სტადიონთან დაიდგმება.
ძეგლი ბრინჯაოსგან ჩამოისხმება, ხოლო დადგმის ცერემონიალი 18 ნოემბერს, ყიფიანის დაბადების დღეზე შედგება.