logo_geo
eng_logo
რუსეთი აშშ-ს, რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, საპასუხო ზომებით ემუქრება
- +

21 ოქტომბერი. 2018. 16:05

 

 

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს, „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, საპასუხო ზომებით ემუქრება.

 

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან რუსეთის მიმართ წაყენებული ბრალდებები გამოგონილია. მოსკოვში ამბობენ, რომ საპასუხო ზომების მისაღებად მზად არიან.

 

აშშ-ის ლიდერმა ნევადაში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი უკვე წლებია, არღვევს 1987 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რაც მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, აშშ-ი ამ შეთანხმებიდან გასვლას აპირებს.

 

ტრამპის განცხადებას მხარი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გვენ უილიამსონმა დაუჭირა. მისი თქმით, რუსეთი ამ შეთანხმებას არასერიოზულად ეპყრობა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner