დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით დაიკეტა.
„დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა და ვიზიტორები მის დათვალიერებას დროებით ვეღარ შეძლებენ.
დამატებით დეტალებს შეგატყობინებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდისა და facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით", - წერია განცხადებაში.
ოკაცეს კანიონი საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს შორის, ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია.