logo_geo
eng_logo
თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
- +

21 ოქტომბერი. 2018. 23:49

 

 

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ 12 - კმ 72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

როგორც „რეგინფოს“ თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია „გერალის“ ხელმძღვანელმა, ლევან წიკლაურმა უთხრა, თუშეთის გზა გაზაფხულამდე დაიკეტა.

 

„15 ოქტომბერს ვაპირებდით გზის დაკეტვას, მაგრამ გავითვალისწინეთ ის, რომ საქონლისა და ცხვრის გადმორეკვა ჯერ დასრულებული არ იყო. ჩვენი ინფორმაციით, ეს პროცესი დასრულდა. გარდა ამისა, დღეიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ნისლიც რომ იყოს, უკვე პრობლემა იქმნება. სამ-ოთხ დღეში შესაძლოა თოვლიც მოვიდეს. ამიტომ გამოვაცხადეთ, რომ გზა დაკეტილია და ხალხს მოვუწოდებთ, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ახლა ომალოში რომ ვინმე ავიდეს, შესაძლოა უკან ჩამოსვლა ვერ მოახერხოს“, - ამბობს ლევან წიკლაური.

 

აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზავსაშიშროების გამო თუშეთის გზა ოქტომბერში თითქმის 7 თვით იკეტება. ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. 2017 წლის გაზაფხულიდან, თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული უფასო ავიარეისები ხორციელდებოდა. ჯერ უცნობია, დაინიშნება თუ არა ფრენები ამ ზამთარსაც.

 

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს. ზამთარში თუშეთში დაახლოებით 25 ადამიანი რჩება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner