„თამაზ მეჭიაურს არასდროს დავპატიჟებ სახლში ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად, მაგრამ სადმე გავუგზავნი და იმედი მაქვს, მერე ობიექტურ შეფასებას მისცემს ამას", - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ „ქალი უნდა იყოს „კუხნაში". ხიდაშელმა ეს განცხადება "TV პირველის" ეთერში გააკეთა.