გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშქაჯის მკვლელობის ფონზე საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლებელია.
„საუდის არაბეთისთვის შეიარაღების ექსპორტი, რომელიც ისედაც შეზღუდულია, ასეთ პირობებში ვერ განხორციელდება“, - განაცხადა მერკელმა.
მან ასევე დაგმო ჟურნალისტის მკვლელობა და ამაში დამნაშავე პირების პასუხისმგებაში მიცემა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საუდის არაბეთმა გერმანიისგან 530 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღება შეიძინა, 2017 წელს კი ეს თანხა 249 მილიონ ევრომდე შემცირდა.