საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავს. მისი განცხადებით, იგი მიჯნავს ერთმანეთისგან ნატო-სა და ევროკავშირს, რომლის მიმართაც სკეპტიკური დამოკიდებულება არ გააჩნია. ქვეყნის საგარეო კურსსა და "რესპუბლიკელებთან" დაწყებულ დაპირისპირებაზე თამაზ მეჭიაურმა გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას ისაუბრა და ყოფილი თანაგუნდელების მისამართით მორიგი მწვავე განცხადება გააკეთა.