logo_geo
eng_logo
„ხვალ საქართველოსა და რუსეთს შორის ომი რომ დაიწყოს, გრიგოლ ვაშაძის შვილს რუსული არმიის რიგებში დგომა მოუწევს“
- +

22 ოქტომბერი. 2018. 15:52

 

 

„ხვალ საქართველოსა და რუსეთს შორის ომი რომ დაიწყოს, გრიგოლ ვაშაძის შვილს რუსული არმიის რიგებში დგომა მოუწევს“, - ნათქვამია „პრაიმტაიმის“ სტატიაში სათაურით - „ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი და ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი - ტაბუდადებული თემები და კითხვები პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიიდან“.

 

„გრიგოლ ვაშაძეს არ აწყობს საუბარი თავის შვილზე, რომელიც დღეს 39 წლისაა და რუსეთის არმიის რეზერვშიც უნდა ირიცხებოდეს, თავის საბჭოთა წარსულზე, კრემლის მაღალჩინოსნებთან ნათესაობაზე, საბჭოთა ბირთვული შეიარაღების თემებთან წვდომებზე, კგბ-ს კეთილგანწყობებზე“, - წერს სტატიის ავტორი.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „გრიგოლ ვაშაძის ელიტურ-კომუნისტური წარსული და შემდეგ რუსეთის მოქალაქეობის თითქმის 20-წლიანი ისტორია, ვერანაირად ვერ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ ანტირუსულ სურათში. თუმცა, თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ ჯდება საქართველოს პერსპექტივაში,  ამიტომაცაა, რომ ვაშაძის წინასაარჩევნო პლაკატებზე ვერ ნახავთ წარწერას „ნაციონალური მოძრაობა“. წარსულს ისინი მალავენ, ვინც მომავალშიც აპირებს დამალობანას თამაშს“.

 

 

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: https://primetime.ge/

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner