logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ხალხს აღიზიანებს, რომ ჩანაწერების პერიოდიდან ვერ გამოვდივართ
- +

22 ოქტომბერი. 2018. 16:50

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ფარულ ჩანაწერებზე და წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრა.

 

„ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩვენ შინაარსზე კი არ ვსაუბრობთ ჩანაწერების და იმ სერიალების, რასაც უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა ვადევნებთ თვალს, არამედ იმაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე და ზოგადად რას ემსახურება ეს ჩანაწერები. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და უკვე შინაარსზე კი არავინ არ მელაპარაკება, იმ ჩანაწერებში რაზე  არის საუბარი, არამედ ხალხს უკვე აღიზიანებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის, რომ გაუთავებლად ამ ჩანაწერების და ამ სერიალების რაღაც პერიოდიდან ვერ გამოვდივართ. რას ემსახურება, ძნელად მისახვედრი არ არის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველი ჩანაწერი „რუსთავი 2“-ით ვრცელდება, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, პოლიტიკური ტემპერატურა ასწიონ, მაგრამ ამ მიზანს ნამდვილად ვერ აღწევენ, პირიქით შედეგს იღებენ, კომიკურ მდგომარეობაშიც კი ვარდებიან“, - აცხადებს კახიანი.

 

ამასთან, კახიანმა აღნიშნა, რომ თავიდან საზოგადოებაში ჩანაწერებს შეიძლება მოჰყვა გარკვეული კითხვები, მაგრამ ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ყველა ხვდება, რასთან გვაქვს საქმე.

 

„ჩაუვარდათ მათ იმ ჩანაწერებისგან მოსალოდნელი შედეგი, რასაც თვითონ ელოდნენ. არადა, ეს ხომ ფაქტია, რომ ეს არის დადგმული თვეების წინ, დადგმული წინასაარჩევნოდ. ეს ჩანაწერები, როგორც ჩანს, დიდი ხანია აქვთ და „პორცია-პორცია“  აწვდიან საზოგადოებას. ამით ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ შესაბამისი განწყობა მოიპოვონ. ეს არის შეურაცხმყოფელი, მე თუ მკითხავთ, ასეთი დამოკიდებულება ხალხის მიმართ და ზოგადად ის, რომ ცდილობენ, წინასაარჩევნო პერიოდი ამ ფორმატში გადაიტანონ, ჩანაწერების ომი რასაც ჰქვია, ჩემთვის ეს არის ყოვლად მიუღებელი. დააკვირდით, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მათგან მოდიოდა ჩანაწერები, ახლა ოპოზიციაში არიან, იმავეს აკეთებენ ანუ მათი ხელწერაა, ამას ვერ ეშვებიან“, - აცხადებს კახიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner