logo_geo
eng_logo
„სააკაშვილმა ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში" - რატომ შეხვდა პაატა ბურჭულაძე სააკაშვილს?
- +

15 მაისი. 2016. 14:29



დიდ გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც იმხანად "საქართველოს განვითარების ფონდის" დაარსებისთვის ემზადებოდა, ოდესაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.


პაატა ბურჭულაძე "კვირის პალიტრასთან" 2015 წლის სექტემბერში ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს:


ორი წლით ადრე მქონდა დაგეგმილი 2015 წლის სექტემბერში ოდესაში, ახალი ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა. მის გახსნამდე 10 დღით ადრე დაინიშნა სააკაშვილი გუბერნატორად. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდა კონცერტზე და ასეც მოხდა. კონცერტის დაწყებამდე ატყდა ერთი ჩოჩქოლი და ალიაქოთი, იძახდნენ: "მოდის, მოდისო!"  - სააკაშვილი პირდაპირ სცენაზე ავიდა და  ნახევარსაათიანი სიტყვა დაარტყა, საბოლოოდ ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში... კონცერტის მერე მიმიპატიჟა, მაგრამ ვუთხარი, რომ ორგანიზატორებს გამზადებული ჰქონდათ უკვე სუფრა და აქეთ დავპატიჟე, მოვიდა... სულ ეს იყო".



პაატა ბურჭულაძემ ასევე განაცხადა:


ძალიან უნდათ "ნაციონალებს", რუსულ პროექტად გამომიყვანონ, "ქართულ ოცნებას" სურს, "ნაციონალების" პროექტად მომნათლოს, მაგრამ ვაცხადებ - მე ვარ ქართველი ხალხის პროექტი".


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner