logo_geo
eng_logo
გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის ქალიშვილი ნატაშა ალხიმოვა იყო
- +

22 ოქტომბერი. 2018. 18:35

 

 

 

 

 

 

 

გრიგოლ ვაშაძის პირადი ცხოვრებისა და საბჭოთა წარსულის შესახებ „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით - ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი და ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი - ტაბუდადებული თემები და კითხვები პრეზიდენტის კანდიდატის ბიოგრაფიიდან.

 

სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ გრიგოლ ვაშაძე პირველად 1978 წელს დაქორწინდა და მან ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი ნატაშა ალხიმოვა.

 

„ვაშაძემ სწორედ გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჯერ უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანხმლებად, შემდეგ კი ბევრად სერიოზულ მიმართულებაზე -  კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით. ბირთვული შეიარაღების თემებში საბჭოთა კავშირი მხოლოდ სრულიად სანდო კადრებს რთავდა.

 

საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძე უკვე თანამდებობაზე მეტს ნიშნავდა. საქართველოში ისედაც პრივილეგირებული ოჯახის დანათესავებამ ალხიმოვთან გააძლიერა გრიგოლ ვაშაძის მამის,  ნოდარ ვაშაძის პოზიციებიც საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის პოსტზე.

 

გრიგოლმა მეუღლე ნატაშა საქართველოში ჩამოიყვანა სტუმრად. საბჭოთა კგბ-ს ქართულმა დანაყოფმა მათ შესაბამისი დახვედრაც მოუწყო.

 

ვლადიმირ ალხიმოვს ძალიან უყვარდა უმცროსი ქალიშვილი და სურდა, რომ ქალიშვილის ოჯახს სწრაფად მიეღწია გავლენისა და წარმატებისთვის, შესაბამისად საჭირო იყო სიძეზე ზრუნვა, ყველა წინაპირობა იყო, ამგვარ სანათესაო გარემოცვაში გრიგოლს დიდი მომავალი ჰქონოდა საბჭოთა რუსეთში.

 

თუმცა, ვაშაძის კარიერული აღმასვლა  ოჯახურმა დრამამ შეაფერხა. ნატაშა ალხიმოვამ ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ ცნობილ პიანისტ ანდრეი გავრილოვთან ერთად, რომელთანაც გათხოვებამდე მეგობრობდა,  საბჭოთა კავშირი დატოვა და ლონდონში გადასახლდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ნატაშას და გავრილოვის ურთიერთობის შესახებ საქმის კურსში იყო ვაშაძის სიმამრიც.

 

ამით სიმამრის მფარველობა დასრულდა. გარდა ამისა, მანამდე კგბ-შიც გაჩნდა ეჭვი, იქნებ გრიგოლ ვაშაძემაც იცოდა ანტისაბჭოთა მუსიკოსის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ.

 

თუმცა ეს შიში უსაფუძვლო იყო, გრიგოლი არ იზიარებდა ნატაშას ანტისაბჭოთა განწყობებს და ბოლომდე დარჩა საბჭოთა კავშირის მოქალაქედ. მიუხედავად ვაშაძის კრემლისადმი ერთგულებისა, ნატაშას და გავრილოვის ლონდონში გაქცევამ  ცუდად იმოქმედა მის კარიერაზე. კარიერული აღმასვლის იმედი აღარ იყო, ვაშაძეს პერსპექტივაში ჰქონდა საშუალო რანგის საბჭოთა დიპლომატის მომავალი...1988 წელს გრიგოლ ვაშაძის მამა მინისტრობიდან გადაიყვანეს კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორად, თავად გრიგოლი კი საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად გადავიდა“,- ნათქვამია სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner