1)პელეს სახელი ამერიკელი გამომგონებლის, ტომას ედისონის საპატივცემლოდ დაარქვეს.
მისი ნამდვილი სახელია ედსონ არანტეს დო ნასიმენტო;
2)ჯერ კიდევ 15 წლის პელემ კონტრაქტი სანტოსში გააფორმა. სადებიუტო 1956 წელს
მან 4 გოლი გაიტანა.
3)1995 წელს პელე ბრაზილიაში სპორტის მინისტრად დაინიშნა და ამ პოზიციაზე 1998
წლამდე მუშაობდა;
4)1999 წელს პელე არჩეული იქნა საუკუნის ათლეტად საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის მიერ;
5)1969 წელს პელემ თავისი მეათასე გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ათასობით ფანი
მოედანზე გადავიდა, რათა ბრაზილიელ ვარსკვლავთან ერთად ეზეიმა ეს ლეგენდარული
მიღწევა. თამაში მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ განახლდა;
6)1997 წელს პელეს დიდმა ბრიტანეთმა საპატიო რაინდის ტიტული მიანიჭა;
7)როდესაც პელე ფეხბურთიდან წავიდა, ბრაზილიელმა ელჩმა აშშში განაცხადა: „პელე
22 წლის განმავლობაში თამაშობდა ფეხბურთს და ამ პერიოდში მას უფრო მეტი წვლილი
მიუძღვის ადამიანთა შორის კარგი ურთიერთობებისა და მეგობრობის დამყარებაში, ვიდრე
ნებისმიერ ელჩს."
8)2006 წელს პელემ თქვა: „20 წლის განმავლობაში სვამენ ამ კითხვას ვინ უფრო დიდია:
პელე თუ მარადონა? მე კი ვპასუხობ, გადახედონ ფაქტებს, რამდენი გოლის გატანა შეძლო
მან მარჯვენა ფეხითა და თავით?"
9)"როცა ფეხბურთის ვარსკვლავები ქრებიან, ქრება გუნდებიც და ეს ძალიან საინტერესო
ფენომენია. ეს ამბავი სპექტაკლს ჰგავს, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი თუ არ
ვარგა, მთელი შემადგენლობა ძალიან იტანჯება;" თქვა პელემ;
10)მისივე სიტყვებია: „პენალტი გოლის გატანის ლაჩრული მეთოდია";
11)პელე და მარადონა არ მეგობრობენ. 2010 წელს პელემ არგენტინელის შესახებ განაცხადა:
„ის ახალგაზრდებისათვის კარგი მაგალითი არ არის. მას ფეხბურთის თამაშის ღვთისგან
ბოძებული ნიჭი ჰქონდა, ამიტომაც გამოსდიოდა ეს საქმე ასე კარგად, უბრალოდ იღბლიანი
იყო." მარადონას პასუხი კი შემდეგი იყო: „რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს პელე? მისი
ადგილი მუზეუმშია."
12)ოჯახში მას „დიკოს" ეძახდნენ. პელე სკოლაში შესვლის შემდეგ შეარქვეს, რადგან ერთერთი კლუბის მეკარის, ბილეს სახელს სწორედ ასე წარმოთქვამდა: „პილე". ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს „პელე" კლასელებმა შეარქვეს;
13)პელეს მამამ ერთერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა თავით. პელემ ვერასოდეს შეძლო ამ
რეკორდის გამეორება, მისი რეკორდი ერთ მატჩში თავით გატანილი 4 გოლი იყო;
14)აი, რას ამბობს პელე წარმატების შესახებ: „წარმატება შემთხვევითი არ არის, ის
ხანგრძლივი შრომის შემდეგ მიიღწევა და მოითხოვს სწავლას, მსხვერპლს, ყველაზე მეტად
კი იმის სიყვარულს, რასაც აკეთებ";
15)2000 წელს პელე კვლავ დასახელდა საუკუნის ათლეტის კანდიდატად, თუმცა ეს
ტიტული იმ წელს ლეგენდარულმა მოკრივემ, მუჰამედ ალიმ მოიპოვა.