logo_geo
eng_logo
სამტრედიაში გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს
- +

23 ოქტომბერი. 2018. 11:21

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და დამნაშავეები უკვე დაკავებული არიან.

 

კახიანის სახლის გაქურდვის ფაქტს ადასტურებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია. მისი თქმით, მომხდარის გამო დაკავებულია რამდენიმე პირი.

 

„ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებიც არიან, რამდენადაც ვიცი, გამოძიებაშია საქმე“, – განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner